“სტუდენტური დღეები 2015” დაიწყო

ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტი, “სტუდენტური დღეები 2015″ დაიწყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 7 მაისს, ევროპის მოედანზე სტუდენტური დღეების გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი მოეწყო.
კონცერტზე 50 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს სიგელები გადაეცათ, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდების წინაშე ჯგუფი „გობლინები” წარდგა. აღნიშნულის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყო. 2015 წელს პროექტში 52 უმაღლესი სასწავლებლის 5000-მდე სტუდენტი მონაწილეობს. რაც შეეხება “სტუდენტურ დღეებს”, ეს არის არის სტუდენტური პროექტი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს, რომელიც თემატიკის მიხედვით ცვალებადია. სტუდენტური დღეების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას და საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები