თამარ კორძაია: არსებული პრობლემების მიუხედავად, საფუძველი არ არის, რომ მთავრობას ნდობა არ გამოვუცხადოთ

ქვეყანაში ეკონომიკის სფეროში, სერიოზული პრობლემები არსებობს, მაგრამ იმის საფუძველი არ არის, რომ მთავრობას ნდობა არ გამოვუცხადოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პარლამენტი აცნობიერებს, რომ სასურველი სიტუცია არ არის და დეპუტატები პრობლემებზე მუშაობენ.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროინტეგრაცია გვინდა, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში და ამ საქმეს თინა ხიდაშელზე მეტად ვერავინ წარუძღვება. ქვეყანაში ეკონომიკის სფეროში, სერიოზული პრობლემები არსებობს, მაგრამ იმის საფუძველი არ არის, რომ მთავრობას ნდობა არ გამოვუცხადოთ. მთავარია, მთავრობამ დაიწყოს კიდევ უფრო აქტიური მოქმედებები იმისათვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდეს. იმას ვაცნობიერებთ, რომ სიტუცია ისეთი არ არის, როგორიც გვინდა და პრობლემებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა კორძაიამ.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააცნობს, რის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები