შოთა რეხვიაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, წეროვანის დევნილთა ჩასახლება მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ან ბრასორთან ერთად, წეროვანის დევნილთა ჩასახლება მოინახულა.
მინისტრის მოადგილემ სტუმარს გააცნო დევნილთა კუთხით არსებული ზოგადი ვითარება და პრობლემები. ასევე ესაუბრა პროგრამებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა დევნილთათვის, მათ დაბრუნებამდე ღირსეული პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს.