პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. სწორედ ამ მიზნით მოწვეული რიგგარეშე სხდომა ქუთაისში მდებარე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 13.00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა მიმდინარე წლის 1 მაისს წარადგინა. განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატურა დასახელდა.
კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად რესპუბლიკელი დეპუტატი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, თავდაცვის მინისტრად კი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი წარადგინა.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის მხარდაჭერას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები