სინოპტიკოსები საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

დღეს, 8 მაისს სინოპტიკოსები საქართველოში უმეტესად ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: დაბლობში +20,+25; მთაში +18,+23; მაღალ მთაში +12,+17 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსთა ვარაუდით, აქ მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობა, საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დაუბერავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: ბარში +22,+27; მთაში +17,+22; მაღალ მთაში +12,+17 გრადუსი სითბო.
თბილისში უმეტესად უნალქეო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმაღტულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები