დღეს შსს-ს აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება

დღეს შსს-ს აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული გახსნიან.

კონფერენციაში – „კონსტიტუციური სახელმწიფო გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ“ მონაწილეობას მიიღებენ შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორები და ანალიტიკოსები. კონფერენციის დასასრულს მადრიდის ნებრიხას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები