“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის წელს ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება”
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის წელს ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება. როგორც პრემიერმა უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, შენობა მცხეთაში ან თბილისში აშენდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრს მიმართა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებულ პროცესში პარლამენტის წევრები ჩართოს და საქმე მაქსიმალურად გამჭირვალე გახადოს.
“ეს ისტორიული მოვლენა იქნება, რადგან საქმე არ ეხება ერთი კონკრეტული სამინისტროს კუთვნილებას. ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური, რომელსაც სათანადო ყურადღების მიქცევა სჭირდება. წელს ვაპირებთ დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა. საქართველოს ექნება შესაბამისი დონის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა. ეს შეიძლება იყოს მცხეთაში ან თბილისში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.