პორტალმა „კვირამ“ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის თაობაზე შსს-ს მიმართა

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ ადმინისტრაციამ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. პორტალის დირექტორმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა, რათა ფაქტით სამართალდამცველები დაინტრესდნენ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. საიტი დაახლოებით 14:30 წუთზე გაითიშა. პორტალი რამდენიმე წუთის განმავლობაში მიუწვდომელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები