ლევან დარახველიძემ სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
საკრებულოს III მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დარახველიძემ, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, აეროდრომის დასახლება მე-14 ქუჩაზე, 146-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. დღესდღეობით საკითხი მოგვარებულია და მიმდინარეობს გზის საფარის დაგება. დეპუტატი ადგილზე ასევე გაეცნო შუამთის ქუჩა N 12-ში არსებულ პრობლემას, რომელიც კორპუსის ავარიულობას იწვევს. აღნიშნული საკითხის მოგვარება უახლოეს დღეებში დაიწყება. დაიგება ასფალტი, გაკეთდება ბორდიულები და სადარბაზოსთან მისასვლელი კიბეები.