ეკონომიკის სამინისტროში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი შეიქმნა
ეკონომიკის სტრუქტურული დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფია შექმნილი , – აღნიშნული ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სტრუქტურული დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე და შექმნილია სპეციალურად ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც მუშაობს განვითარების პოტენციალის მქონე დარგების აღმოჩენაზე, ანალიზზე და ამ პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართვაზე. დარგების ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ანუ ღირებულებათა ჯაჭვებში ჩავარდნების გამოვლენაზე და ამ ჩავარდნებზე მთავრობის ძალისხმევის ორიენტირებაზე. კერძო სექტორთან დიალოგი, დარგების განვითარების ბარიერების იდენტიფიკაცია და მათი მოხსნა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამჟამად იმპლემენტაციის ეტაპზეა შემდეგი პროექტები – სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების დარგის განვითარება, შემუშავებულია 3 ახალი საწარმოს დაფინანსების ბიზნესგეგმა, საერთო საინვესტიციო ღირებულებით – 10 მილიონი დოლარი, კერამიკული ფილების წარმოება, საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარი, ასევე მწვანილის ექსპორტი ევროპაში.