ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა (ვიდეო)
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 48 ქართველ სამხედრო მოსამსახურესა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის 11 საზღვაო ქვეითს მადლობის სიგელები გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 43-ე ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობს. ქართველმა ჯარისკაცებმა მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს.