დასავლეთის სარდალმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხელეთო ძალების დასავლეთის სარდალი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამონისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული მოინახულა, რომლებიც გერმანიის შეიარაღებული ძალების „ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას გადის.
პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნო. მან სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და 24 ჯარისკაცი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის” II და III ხარისხის მედლებით დააჯილდოვა. დასავლეთის სარდალმა გერმანული ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი უვე ბუშერი მედლით – „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
„ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროები მომზადებას ივნისში დაასრულებენ. გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიან. ხუთთვიანი სწავლების განმავლობაში, ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები