გიორგი ალიბეგაშვილი შეიარაღებული ძალების დაარსების 24-ე წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 24-ე წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და იუბილე მიულოცეს.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორუპუსის, ჯარის მეგობართა საზოგადოების და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა, მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრმა, მომღერალმა მარიკო ებრალიძემ, პიანისტმა თათია შარანგიამ და ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “ქართველები” გააფორმეს.