საფრანგეთის სამხედრო ატაშე: არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეულნი

არავითარი მინიშნება არ არსებობს იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეულნი ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში, – ამის შესახებ საფრანგეთის სამხედრო ატაშემ ანდრე ევრარიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქმის გამოძიება, რაზეც იუსტიციის მინისტრი და პარიზის ტრიბუნალი მუშაობს.
“მე არ მაქვს ამაზე ცნობა. საქმე გასულ წელს ცენტრალურ აფრიკაში, ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვის საფუძვლის გაჩენას ეხება. ეს გასულ წელს იყო და საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქმის გამოძიება, რაზეც იუსტიციის მინისტრი და პარიზის ტრიბუნალი მუშაობს. ასე რომ, გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადა საფრანგეთის სამხედრო ატაშემ.
ფრანგულმა გამოცემებმა სკანდალური ინფორმაცია გუშინ გაავრცელეს, რომლის მიხედვით ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები