საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 24-ე წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსი და „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძეს მიულოცეს.
მოგვიანებით, ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობა მომღერალმა მარიკო ებრალიძემ, პიანისტმა თათია შარანგიამ და ანსამბლმა „ქართველები“ მიიღეს.
კონცერტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო