ვახტანგ კაპანაძე: დასახელებულ პერიოდში აფრიკაში ქართველი ჯარისკაცები არ იმყოფებოდნენ

გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, იმ პერიოდში რა დროც დღეს დასახელებულ ინფორმაციაში დასახელდა, ქართველი სამხედროები აფრიკაში არ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რა პერიოდიც სახელდება დანაშაულის ჩადენის თარიღად, ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია“რუსთავი 2″-მა გაავრცელა.
მათივე ცნობით, აღნიშნული დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები