ქართული არმიის დაარსებიდან 24-ე წლისთავთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში „ღია კარის“ დღეები გაიმართა

ქართული არმიის დაარსებიდან 24-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფში „ღია კარის“ დღეები გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფებში მისული სამხედროების ოჯახის წევრებს საშუალება მიეცათ, ეს დღე პირადად მიელოცათ თავიანთი ოჯახის წევრებისთვის. ღონისძიებას საქართველოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, უფროსკლასელები და პედაგოგები დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიის შემდეგ, მოსწავლეებმა ქართული შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები