შინდისის ბრძოლის გმირების სახელზე ნერგები დაირგო

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოფელ შინდისში, მემორიალთან, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, გორისა და სამთავისის ეპარქიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეფე ანდრიამ გმირულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მემორიალთან გმირების სახელზე კვიპაროსის 17 ნერგი დარგეს. ასევე დაირგო სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეებიც, რომლებიც თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა თავდაცვის უწყებას უსასყიდლოდ გადასცა.
შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილას გმირთა მემორიალია აღმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები