სერჟანტები პარლამენტში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო საშტაბო კურსის 32 მსმენელი დღეს საქართველოს პარლამენტში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა და მსმენელებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და პლენარულ სხდომას დაესწრნენ. სამეთაურო-საშტაბო კურსი გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა მომზადების ცენტრში 26 იანვარს დაიწყო და 22 მაისამდე გაგრძელდება.