თავდაცვის სამინისტროს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. უწყების ცნობით, საქართველოში მიმდინარეობს ყოველწლიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის – „უორდროპის დიალოგი“ შუალედური შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დღეს, შუალედური შეხვედრის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნიკოლოზ ქავთარაძე დიდი ბრიტანეთის თემატური ჯგუფის წარმომადგენლებს – დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული დელეგაციის წარმომადგენელს ნატოში ანა დონელსა და ჯოანა ჰაიდონს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერი და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი კრის გოფი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები