თავდაცვის მინისტრმა თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იჰსან უიარის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. ქართულმა მხარემ თურქეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეები მიმდინარე წელს ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების თემასაც შეეხნენ. თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართულ შეხვედრებს თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები