სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენება გაიმართა
„ჯარის მეგობართა საზოგადოების” პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება. დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ოსკარზე ნომინირებული ქართული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა. ჩვენებას ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე დაესწრო. რეჟისორმა სამხედრო მოსამსახურეებს ფილმის გადაღების პროცესი უამბო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში ფილმების ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.