ჯაბა კილაძე: ბიძინა ივანიშვილმა ქართული კულტურა გადაარჩინა
„თავისუფალი თეატრის“ მსახიობი ჯაბა კილაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. ჯაბა კილაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში კულტურა გადაარჩინა. ამასთან, მსახიობი აღნიშნავს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ემიჯნება. მსახიობი „ნაციონალებს“ მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტონ საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ივანიშვილს მსახიობები მოსყიდული ჰყავს.
„კულტურის მოღვაწეებთან ედუარდ შევარდნაძე იყო ახლოს და წინა მთავრობის ნუ ეცინებათ იმაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქართულ თეატრს. გაიხსენონ, თვითონ როგორ დადიოდნენ იმავე ივანიშვილის ფულით და მისი ბანკის ბარათებით. ნუ ლაპარაკობენ, ივანიშვილს მსახიობები მოსყიდული ჰყავსო და რატომ ვართ მოსყიდული, ამ ადამიანმა კულტურა გადაარჩინა, მშიერი მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერებები. მაგრამ აქ ხომ მხოლოდ მკვდარს აფასებენ, სანამ ცოცხალი ხარ, ზედ არ გიყურებენ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ იმდენად უხვად გახარჯავენ თანხებს, სიცოცხლეში რომ მოეცათ, იქნებ აღარ მომკვდარიყავი. ძვირფასი კუბო და სასაფლაო ადამიანს ავტორიტეტს არ მატებს, თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა საერთოდ არ ვიცით. მე არ ვუჭერ მხარს „ნაციონალებს“ და ვემიჯნები, ამიტომაც მათ მიტინგებზე არ მივსულვარ, ვისაც მოსწონს, უფლება აქვს მივიდეს. მსახიობი თავისუფალი ადამიანია და უნდა ბიძინა ივანიშვილს დაუჭერს მხარს, უნდა „ნაციონალებს“. მხოლოდ მაშინ ვარ კარგი ტიპი, თუ ლურჯი დროშა მიჭირავს? ბიძინა მსახიობებს ფულს არ უხდის მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ის ქართულ თეატრს ეხმარება, რომელიც მსახიობებზე ხელფასს ანაწილებს. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლება პარზე არ მუშაობს, რაღაცებს კი აკეთებს, მაგრამ დუმს“, – აცხადებს მსახიობი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.