არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ქართველი „ვარსკვლავები“
„არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ქართველი „ვარსკვლავები“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ჩართულ ქართველებს იხსენებს და ბოლო შემთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიით ვაჭრობაში ამერიკაში მცხოვრები კარატეს ქართველი ინსტრუქტორი, ალექსანდრე სუბმაძე ამხილეს.
მერილენდის შტატის პოლიციის ცნობით, სუმბაძე კარატეს დარბაზში მოზარდებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა და ფაქტს ვიდეოზე იღებდა.
ასევე, არასრულწლოვანის პორნომასალის დამზადება -გავრცელების ფაქტი გასულ წელს გახდა ცნობილი. საქართველოს ინტერპოლის ბიუროს აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტი დაუკავშირდა და სხვადასხვა პორნოგრაფიული ხასიათის ვებგვერდზე არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიული ვიდეოები და ფოტოები აჩვენა. არასრულწლოვნის იდენტიფიცირების შემდეგ დადგინდა, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო. ბავშვის ექსპლუატაციას კი დედა ეწეოდა, რომელიც თანამზრახველთან ერთად პორნომასალას ყიდდა.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე იძიებს ბავშთა პორნოგრაფიის ვაჭრობის კიდევ ერთ შემთხვევას. ამ მიზნით კრიმინალური პოლიცია „კავკასუს ონლაინში“ 2014 წლის ოქტომბერში შევიდა და 25 სერვერი ამოიღო. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სამინისტრო ადასტურებს, რომ საქმე პორნოგრაფიას უკავშირდება.