აფრასიძეებმა სტრასბურგის სასამართლოდან წერილი მიიღეს
ევროპის ადამინის უფლებათა დაცვის სასამართლო აფრასიძეების გახმაურებული საქმის განხილვას შეუდგა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, სტრასბურგის სასამართლომ მხარეებთან კომუნიკაცია უკვე დაიწყო, რასაც გასულ კვირას სტრასბურგიდან თბილისში გამოგზავნილი წერილიც ადასტურებს. აღნიშნული წერილი ჩაიბარეს აფრასიძეების ადვოკატებმაც, სადაც ევროსასამართლოს მიერ საქმის ირგვლივ დამაზუსტებელი შეკითხვებია დასმული. ადვოკატ ინგა ჭკადუას განცხადებით, წერლის შინაარსს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში აცნობებენ.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მოგვივიდა წერილი ევროპული სასამართლოდან. ძალიან მალე საზოგადოებას დეტალურად ვაცნობებთ ამ წერილის შინაარსს და იმას, რა ეტაპზეა ამ წუთში აფრასიძეების საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში“, – აცხადებს ჭკადუა.