ტრისტან წითელაშვილი: ჩემი უკრაინელი მეგობრები მუდმივად მატყობინებენ, რომ უკრაინაში ადამიანების უგზო-უკვლოდ გაუჩინარება უკვე დაიწყო

სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმმა ქართული პენიტენციური სისტემა ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესად აქცია. როგორც წითელაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რეჟიმის ციხე-კოლონიებში ასობით პატიმარი გარდაიცვალა, რომელთა ცხედრები ჭირისუფალს შინაგანი ორგანოების გარეშე მიუსვენეს. „სამედიცინო ექსპერტებისგან ზუსტად ვიცი, რომ ცხედრის ექსპერტიზის დასრულებისას ყველა ორგანო მუცლის ღრუში უნდა ჩაბრუნდეს, გარდა იმ ფრაგმენტებისა, რომელსაც შემდგომი კვლევისთვის სპეციალურ ხსნარებში ინახავენ. ეს სავალდებულო წესი ერთხელაც არ შესრულებულა!
პატიმრებმა ამ ტენდენციის შესახებ კარგად იცოდნენ. ამის გამო, ციხის სამედიცინო პერსონალის ხელში ჩავარდნას და მით უფრო, საოპერაციო მაგიდაზე დაწოლას, მაშინაც კი ერიდებოდნენ, როცა ოპერაციის გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ იგებდნენ“, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი. მისი თქმით, ოფიციალურად ცნობილია, რომ „სკრინინგ პროგრამებს“ სათავეში სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ედგა, რომლის მოვალეობაშიც დაავადებული პატიმრების გამოვლენა შედიოდა, სინამდვილეში კი პატიმრებს იმისთვის იკვლევდნენ, რომ უცხოელი დამკვეთებისთვის ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით, სასურველი ვარიანტები შეეთავაზებინათ. სამხედრო ექსპერტის განცხადებით, საქართველოში არსებული ყველა უკანონო ბიზნესი და ამათ შორის ორგანოების ვაჭრობა, სააკაშვილმა უკვე უკრაინაში გადაიტანა.
მისი თქმით, ახალი სისტემის შექმნაში სააკაშვილს დროც კი არ დაუხარჯავს და უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ეკა ზღულაძე, გიორგი კვიტაშვილი, დავით საყვარელიძე დანიშნა, რათა უკრაინული შსს, ჯანდაცვა და პროკურატურა ამ შავი ბიზნესის წარმოების მიზნით ეკონტროლებინა. „ჩემი უკრაინელი მეგობრები და პარტნიორები მუდმივად მატყობინებენ, რომ უკრაინაში ადამიანების უგზო-უკვლოდ გაუჩინარება უკვე დაიწყო. თუ ადამიანის ორგანოების „შავი ბაზრის“ დახლების შევსებას სააკაშვილი 4-მილიონიან საქართველოში პენიტენციალური სისტემიდან ახერხებდა, 50 მილიონიან უკრაინაში მას იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, გაცილებით დიდი არეალი აქვს. ვინ გააკონტროლებს ბრძოლაში დაიღუპა ადამიანი თუ ზონდერებმა იმსხვერპლეს? გული გინდა? ღვიძლი გინდა?
თირკმელი გინდა – უკრაინაში ყველაფერი იშოვება! სამაგიეროდ, საბრძოლო ოპერაციების დროს მრავალი სამხედრო უგზო – უკვლოდ იკარგება, ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს აგნებენ“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა. სამხედრო ექსპერტმა ასევე დასძინა, რომ სააკაშვილი პოლიტიკოსი კი არა ბიზნესმენია, რომელსაც არც საქართველოს, არც ამერიკისა და არც უკრაინის ბედი ადარდებს და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ექსპრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის მხოლოდ შირმაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები