„შესაძლოა, “სილქნეტის“ საქმეს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც გადაჰყვეს“

შესაძლოა “სილქნეტის“ საქმეს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც გადაჰყვეს – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, “გაერთიანებული ტელეკომის“ აქციონერები ვარაუდობენ, რომ თუ გამოძიება ობიექტურად წარიმართა არა მხოლოდ გიორგი რამიშვილს -“ზარალას“ დაიჭერენ, შესაძლოა “სილქნეტის“ საქმეს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც გადაჰყვეს.
რურუა და „ზარალა“ თითქმის ბავშვებოდან მეგობრობენ. ცნობილია, რომ სწორედ რურუას წყალობით დაუახლოვდა „ზარალა“ სააკაშვილს, არადა, ცოტა ხნით ადრე, მის დაჭერას აპირებდა. რურუამ „ზარალა“ ჯერ დაჭერას გადაარჩინა და მერე მიშას ჩაახუტა. აქციონერები ფიქრობენ, რომ ნიკა რურუა იდგა, „ზარალას“ უკან, ის უმაგრებდა ზურგს, როცა ამ მაქინაციებს ხლართავდა და ხალხს ქონებას ართმევდა. ასევე მათი თქმით, ნიკა რურუას, სავარაუდოდ, სერიოზული ფინანსური სარგებელი ჰქონდა ამ საქმის მოგვარების – “გაერთიანებული ტელეკომის“ გაკოტრებისა და მისი ქონების “სილქნეტისთვის“ გადაცემის პროცესში“,- წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები