საბერძნეთის პრემიერი დათა ახალაიას საქმის გაცნობას გეგმავს – რას აცხადებს ალექსის ციპრასი
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, ის კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას საქმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და, შესაბამისად, არ იცის, რის საფუძველზე გაამართლა ყოფილი მაღალჩინოსანი საბერძნეთის სასამართლომ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ეს, გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ახალაიას საქმეში ნამდვილად არ ვარ გარკვეული და ალბათ ხვდებით, რომ არც უნდა ვიყო, მაგრამ თუ ერთ დღეს მომცემთ, გავერკვევი“,- აცხადებს საბერძნეთის პრემიერი.
ამასთან, ალექსის ციპრასს არ მიაჩნია, რომ საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
„მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა. მოდით, ასე ჩამოვყალიბდეთ, ვითხოვ მხოლოდ ერთ სამუშაო დღეს და შემდეგ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ახალაიას საქმეზეც ვრცელ ინტერვიუს მოგცემთ. ქართველ ხალხს დიდ პატივს ვცემ და მზად ვარ, ყველა კითხვაზე გიპასუხოთ“,-განაცხადა ალექსის ციპრასმა.
წყარო: “კვირის ქრონიკა“