დავით საყვარელიძე: უნდა გავხდეთ ექსტრემალი რეფორმატორები

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკაში კომპრომისებზე უარი თქვას და ხისტად იმოქმედოს. ასეთი განცხადება გააკეთა საყვარელიძემ კიევის ჟურნალ „ნოვოიე ვრემიასთან“ ინტერვიუში.
„ჩვენ – ყველამ რისკზე წასვლა უნდა ვისწავლოთ. უნდა გავხდეთ ექსტრემალი რეფორმატორები. საერთო ტრენდად უნდა იქცეს რადიკალური ცვლილებების განხორციელება. უკრაინის მთავარი პრობლემა კომპრომისია, პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ ერთმანეთთან გარიგების შესაძლებლობას. ცვილელებებამდე კი საქმე არ მიდის. ჩვენ კი უნდა დავანგრიოთ, რაც დასანგრევია, გავანადგუროთ, რაც გასანადგურებელია. თუ ბიურიოკრატების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ეს უნდა გაკეთდეს“, – განუცხადა საყვარელიძემ კიევის გამომცემლობა „ნოვოიე ვრემიას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები