ვეტერანებს და მარჩენალდაკარგულებს 1000-ლარიანი დახმარება გადაეცემათ

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ომის მონაწილე ვეტერანებს და მარჩენალდაკარგულებს 1000 ლარის ოდენობის დახმარება მიეცემათ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამისთვის მთავრობამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. მისივე თქმით, დღეისთვის საქართველოში 1 800 ომის მონაწილე და 500 მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე მოქალაქეა.
„შარშან ჩვენ დიდი სამამულო ომის მონაწილეთათვის 400, მარჩენალდაკარგულებისთვის კი 200 ლარი გამოვყავით. სამწუხაროდ, წინა პერიოდებში მათი დახმარება მხოლოდ 200 ლარი იყო. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ რამდენად დიდი განსხვავება ამ შემთხვევაში და რამდენად ვაფასებთ მათ წვლილს ამ დიდ გამარჯვებაში. რა თქმა უნდა, ამით ყველა მათ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მათ ყოველ შემთხვევაში, მიეცემათ საშუალება, ამ ღონისძიებას ღირსეულად შეხვდნენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები