„ტიმოშენკომ სააკაშვილის და კეზერაშვილის იარაღის უკანონო ბიზნესი „ჩაუშვა“
გაზეთი „ქართული სიტყვა“ სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც რედაქციას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკმა კონსტანტინე ფორჩხიძემ გადასცა. დოკუმენტს ხელს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აწერს. დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და არაერთი „ნაციონალური” მაღალჩინოსნის, მათ შორის გია ბარამიძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობას ღიად ადასტურებს. როგორც კონსტანტინე ფორჩხიძე ამბობს, საქმე საერთაშორისო დანაშაულებრივ სინდიკატთან გვაქვს, რომლის შესახებაც მასალები მხოლოდ მთავარ პროკურატურას კი არა, ერთი თვის წინ, საქართველოში ნატოს მისიის ხელმძღვანელს და ნატოს რამდენიმე მაღალჩინოსანსაც მიაწოდეს. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებს ფორჩხიძისა და მისი მეგობრების მიერ მოპოვებულ მასალებზე მოკვლევა არ დაუწყიათ. „2008 წელს, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, იულია ტიმოშენკოს ინიციატივით, „უკრსპეცექსპორტის” თემატიკის შესწავლა დაიწყო – უკრაინის რადაში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც დოკუმენტაცია მოიკვლია და სწორედ აქ ამოვარდა „ბელტრეიდინგი”. ტიმოშენკო ამ თემით იმიტომ დაინტერესდა, რომ არსებობს წერილი, რომელშიც იუშჩენკო „უკრსპეცექსპორტის” გენერალურ დირექტორს, ბანდარჩუკს სთხოვს, რომ იმ 15 დივიზიონიდან, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრცეს იცავს, 7 დივიზიონი საქართველოს დაუთმოს. სერგეი ბანდარჩუკი იუშჩენკოს პასუხობს, რომ თხუთმეტივე დივიზიონს ექსპლუატაციის ვადა 2001 წელს გაუვიდა და გადაიარაღებას საჭიროებს. გადაიარაღება, ანუ განახლება კი მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი მასალითაა შესაძლებელი. საუბარია „ბუკებზე”, „კრუგებსა” და „ეს 200-ზე”. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი გზა იყო, ანუ რუსეთიდან ახალი ტექნიკა, საქართველოს გავლით, მესამე ქვეყნებში ხვდებოდა. საქართველო იარაღის ვაჭრობაში ტრანზიტი იყო. ამ სქემის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილსაც უნდა სცოდნოდა. ამის შესახებ, ასევე, უნდა სცოდნოდა შსს-ს სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ მომსახურებას აწარმოებს. ასევე სამხედრო პოლიციას, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და უშიშროების საბჭოს. საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი, ბოკერია, ასევე ოქრუაშვილიც. მთელი ეს „დიდი ბიზნესი” იულია ტიმოშენკომ ჩაუშვა. მან მთელი ამ სქემის გასაჯაროება მოახერხა. ტიმოშენკო, უბრალოდ, დაინტერესდა, თუ რატომ ვერ გამოიყენა საქართველომ უკრაინისგან მიცემული 7 დივიზიონი აგვისტოს ომში, მაგრამ როგორ გამოიყენებდა, როცა ეს 7 დივიზიონი საქართველოში საერთოდ არ ჩამოსულა? მხოლოდ ერთი დივიზიონი ჩამოვიდა და ისიც – გაფუჭებული. წარმოდგენა რომ გქონდეთ, თითო დივიზიონში 9 „ბუკია”, ესე იგი, სულ შვიდ დივიზიონში – 63. „ბუკი” ის ჯავშანტექნიკაა, რომელიც მფრინავ ობიექტს აღმოაჩენს და ანადგურებს. სხვათაშორის, უკრაინული მხარის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს ასევე შეძენილი აქვს 200 „იგლა”. იცით, 200 „იგლა” რამდენია? – საქართველოს საჰაერო სივრცეში ერთი საფრენი აპარატიც რომ ვერ გაიჭაჭანებს. სააკაშვილისა და ტიმოშენკოს შორის „შავმა კატამ” ზემოხსენებული „ჩაშვების” გამო გაირბინა ალბათ, გახსოვთ: უკრაინის არჩევნებში სააკაშვილის მიერ „ზონდერების” გაგზავნამ ტიმოშენკოსთვის ძალიან ცუდი როლი შეასრულა… სხვა