“ვინ ხარ, რომ ლექციას მიკითხავ”? – ლავროვი ცნობილ ფრაზას სააკაშვილს უკავშირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხსნის ცნობილი ფრაზის წარმომავლობას, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ მილიბენდთან 2008 წელს წარმოთქვა.
ლავროვის განცხადებით, მან მილიბენდს, მართლაც, უთხრა: Who are you to f*****g lecture me“? (ვინ ხარ, რომ ლექციას მიკითხავ?), ოღონდ ეს ფრაზა ბრიტანელი დიპლომატისადმი არ იყო ნათქვამი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის წარმოთქმული სიტყვების ციტირება იყო, რომელიც მოსკოვში თბილისიდან ჩავიდა.
ლავროვის თქმით, თბილისიდან ჩასულ დიპლომატს უთქვამს – ამ წამს ჩამოვედი საქართველოდან, სააკაშვილი ნამდვილი მთვარეულია, მან ასეთი რამ განაცხადა – „Who are you to f*****g lecture me“?
სერგეი ლავროვის თქმით, მან ეს ფრაზა დევიდ მილიბენდს უთხრა, რადგანაც ის რუსეთის ხელისუფლებას სააკაშვილთან შეთანხმების აუცილებლობაში არწმუნებდა, ხოლო ლავროვი სააკშვილის არაადეკვატურ საქციელზე საუბრობდა.