ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება, – ამის შესახებ “კვირას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი ცნობილია.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები 9 ივლისს ჩაერთვებიან. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 20 ივლისს ჩატარდება. 19 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი – 12 500-ზე მეტი მსურველი. აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება. 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება. სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 2 საათი და 30 წუთი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ისტორიის ტესტი 70-ქულიანი იქნება, ნაცვლად 80-ისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები