რას აცხადებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე?

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის მეუღლე თამარ ჯანელიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. მისი თქმით, მისი მეუღლე უკრაინაში საკუთარი სამშობლოს სიყვარულით წავიდა.
„უკრაინაში ისევ საქართველოს სიყვარულით, სითბოთი და დაცვის მიზმით წავიდა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც თანადგომა გამოგვიცხადა და დადგა ოაჯახის გვერდით“, – განაცხადა ჯანელიძის მეუღლემ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში 24 აპრილს ჩამოასვენებენ. დაღუპული ჯარისკაცის მეუღლე დღეს კიევში გაემგზავრა. ჯანელიძის საქართველოში გადმოსვენებამდე კიევში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ქართველი მებრძოლის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო დაფარავს. გიორგი ჯანელიძე დონეცკის ოლქის სოფელ შიროკინოსთან მომხდარი შეტევის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები