გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობა „ნაციონალებმა“ დატოვეს

გურჯაანის რაიონის გამგეობის შენობა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დატოვეს. თუმცა ადგილზე “ქართული ოცნების” რამდენიმე ათეული აქტივისტი რჩება. ისინი ამბობენ, რომ გამგეობის შენობაში მანამდე იქნებიან, ვიდრე “ანტიკორუფციული კომისია” გურჯაანში იქნება და ადგილობრივ ხელისუფლებას მშვიდი მუშაობის საშუალება არ ექნება.
გურჯაანში ვითარება სამი დღეა, დაძაბულია. “ნაციონალური მოძრაობის” “ანტიკორუფციულმა კომისიამ”, როგორც თავად ამბობენ, გურჯაანში კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტების შესწავლა დაიწყო. გიორგი ღვინიაშვილი და ირმა ნადირაშვილი ამ კომისიის ფარგლებში გამგებლისა და მოსახლეობის შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს მაჟორიტარის ბიუროსთვის დათმობილი ოთახები დაატოვებინეს. როგორც გამგეობაში განმარტეს, ღვინიაშვილის ბიუროს დავალიანების გამო გამგეობაში ყოფნის უფლება არ აქვს.
ფიზიკური დაპირისპირება და კვერცხების სროლა პირველი დაძაბულობის დროსაც მოხდა.
დღეს კი დაპირისპირების დროს კვერცხები ისროლეს, რომლებშიც წიწილები აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები