აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეფასდა
საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ხოლო აშშ-ს მხრიდან თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი თანათავმჯდომარეობდნენ.