რა წერია მერიისა და „სითი პარკის“ ხელშეკრულების მე-12 მუხლში?
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დამფუძნებელმა არჩილ კაიკაციშვილმა “ალიასთან” თბილისის მერიისა და „სითი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების იმ მუხლზე ისაუბრა, რომელიც ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტას ეხება.
„ჩვენი შეფასებით, მოცემულ ეტაპზე დისკუსიის საგანი უნდა გახდეს ხელშეკრულების მე-12 მუხლი, რომელიც ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შედეგებს ეხება. ჩვენმა ორგანიზაციამ თბილისის მერიისგან მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ თბილისის მთავრობასა და „სითი პარკს“ შორის 2007 წლის 6 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2009 წლის 23 ივლისს შესული ცვლილებების შედეგად, ოპერირების პირველ წელს, მეიჯარის მიერ, ანუ „სითი პარკის“ მისაღები მინიმალური შემოსავლის, 1 000 000 ლარის გადახდა განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით: 50 000 ლარი (31 მარტი, 2009) და 50 000 (30 აპრილი, 2009) თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა მესამე ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა 3-ჯერ, რამაც მერიას დააკისრა პასუხისმგებლობები, მათ შორის ფინანსური და ეს თანხები ამიტომ არ არის აქ მოტანილი“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.