მერია თბილისის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. სუვენირი უნდა შეესაბამებოდეს თბილისის ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისებურებებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. კონკურსი ერთ თვეს გაგრძელდება და საუკეთესო ნამუშევარს საკონკურსო კომისია შეარჩევს. სუვენირი, რომელიც კომისიის წევრების უმაღლეს შეფასებას მიიღებს, დაჯილდოვდება 5 000 ლარით. შესაძლებელია, რამდენიმე ბრენდული სუვენირიც გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში, საკონკურსო პრიზი გამარჯვებული სუვენირების ავტორებზე განაწილდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები