ვინ დატოვებს თანამდებობას დავით შავლიაშვილის შემდეგ?
იურისტი ვალერი გელბახიანი ფიქრობს, რომ მთავრობის შემადგენლობიდან ბევრი მინისტრია გამოსაცვლელი. გაზეთ “ალიასთან“ საუბრისას გელბახიანი ერთ-ერთ ასეთ მინისტრად, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს ასახელებს.
„გამოსაცვლელია ბევრი მინისტრი, მათ შორის სპორტის მინისტრი. როგორც ვიცი, ბატონ ივანიშვილს მასთან მისული დეპუტატებისთვის უთქვამს, მე არ ვერევი საკადრო პოლიტიკაში და თქვენ თვითონ მიხედეთო, პრობლემა არსებობს, მინისტრ ყიფიანს გამოცდილება არ აქვს – არც პოლიტიკური, არც პროფესიული, მას გაექცევა ხოლმე სიტყვა. ყიფიანს რომ არ ეთქვა, პარლამენტი აფათურებს ხელს სპორტის სამინისტროშიო, შეიძლება მის მიმართ ასეთი აგრესია არ ყოფილიყო. პარლამენტი მაკონტროლებელი ორგანოა და აბა, ვინ უნდა აფათუროს სამინისტროში ხელები, თუ არა პარლამენტმა?! ახლა, შეტევების ქვეშ არის, მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს შეეწირება სპორტის მინისტრი ყიფიანიც“, – განაცხადა გელბახიანმა „ალიასთან“ საუბრისას.