სააკაშვილი დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციიის ზონაში იმყოფებოდა (ვიდეო)
საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა მოინახულა. სააკაშვილი კონფლიქტის ზონაში ქართველ სამხედოებს შეხვდა, რომლებიც უკრაინელების მხარეს იბრძვიან.
„ჩვენ გვესმის, რომ თუ უკრაინამ ამ გამოცდას ვერ გაუძლო, მომავალი არა აქვს არც საქართველოს, არც მოლდოვას, არც საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს. ამიტომ ახლა აუცილებელია გამარჯვება“, – განაცხადა სააკაშვილმა დონბასში ვიზიტის დროს.
რუსული მედიის ცნობით კი სააკაშვილი დონბასში უკრაინელ ძალოვნებს შეხვდა, ხოლო წინა ხაზზე გასვლა და ქართველ სამხედროებთან შეხვედრა მან სნაიპერების და საარტილერიო დაბომბვის საფრთხის გამო ვერ შეძლო. ამის შესახებ ტელეარხი „ზვეზდა“ იუწყება.