გიორგი მარგველაშვილი ფრანგული კომპანია VICHY-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანგული კომპანია VICHY-ს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ქვეყანაში ინვესტიციების პოტენციალს ზრდის. “ეს არის საინტერესო შეხვედრა, ვინაიდან ძალიან საინტერესო ჯგუფები ინტერესდებიან საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მიმართულებით საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობენ. სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი დიდი პერსპექტივაა ქართული ეკონომიკისთვის, შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას. ეს გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციების პოტენციალს”, – განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები