მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სირიაში 2-3 ადამიანის გადასვლა კატასტროფად არ უნდა შეფასდეს

ექსპერტი მამუკა არეშიძე პრემიერის შეფასებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სირიაში გადასული 2-3 ადამიანის გამო სკანდალი არ უნდა შეიქმნას და ეს კატასტროფად არ უნდა შეფასდეს. როგორც მან გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, საზღვარზე ყველას დაჭერა ძალიან რთული და წარმოუდგენელიც კია.
„მე ხელთ მაქვს ფაქტები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ, მაგალითად, გერმანიიდან 80-მდე ახალგაზრდა გოგონაა წასული სირიასა და ერაყში. ამ შემთხვევაში საუბარია 15 წლიდან 20 წლამდე გოგოებზე, მოჯაჰიდების ცოლებზე. ამ 80 გოგონადან დაახლოებით 10-15%-ია მუსლიმანური წარმოშობის, დანარჩენი ყველა ეთნიკურად გერმანელია. ასეთივე მდგომარეობაა საფრანგეთშიც და ბრიტანეთშიც. ძალიან რთულია ამ პროცესის საზღვარზე მუდმივი კონტროლი. ამიტომ ვერ გავამტყუნებ ვერც მესაზღვრეებს და ვერც ძალოვნებს. მე ხელისუფლებას ვამტყუნებ და ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის საფუძველი თვითონ უნდა მოსპოს ხეობაში. ბუნებრივია, საზღვარზე ყველას დაჭერა ძალიან რთული და, პრინციპში, წარმოუდგენელიცაა”, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები