რას ამბობს შალვა აბულაძეზე დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა
რა მოხდა 23 იანვრის ღამეს ბორჯომში, როგორია შალვა აბულაძის მიერ დაჭრილი პოლიციელის გიორგი მახარაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა – ამის შესახებ „კვირის ქრონიკასთან“ თავად გიორგი მახარაშვილი საუბრობს. ისევ სერიოზული პრობლემები მაქვს. ორი ოპერაცია გამიკეთეს, თუმცა კიდევ მჭირდება. ალბათ, ამ ოპერაციის შემდეგ გავივლი, თუმცა, წინასწარ ამის გარანტიას ექიმები ვერ მაძლევენ. ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. 7 ტყვია მომხვდა. აქედან, სამი მუცელში, ორი ფეხში, ერთიც მარცხენა ხელში და ძვალი დამიფშვნა, ერთიც ზურგის მხრიდან მომხვდა და სხეულიდან გავიდა. ექიმებმა, ერთის გარდა, ყველა ტყვია ამოიღეს, ის ერთი მარცხენა ხელში დარჩა. მოკლეს, საკმაოდ რთულად არის ჩემი გამოჯანმრთელების საკითხი… ასე იყო ყველაფერი, ამ “პატივცემულმა“ დასახოცად გაგვიმეტა“, -აცხადებს გიორგი მახარაშვილი. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუბრუნდება თუ არა ის საქმიანობას, მახარაშვილი აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია მის ჯანმრთელობაზე.
“ხომ იცით, პოლიცია კარგა ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. გააჩნია, ფიზიკურად რა მდგომარეობაში ვიქნები. ამის შესახებ დასკვნას ჯანდაცვის სამინისტროს კომისია გააკეთებს. თუ შესაბამის ფორმაში ვიქნები, რა თქმა უნდა, ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები. ეს ჩემი პროფესიაა, 15 წელია ვმუშაობ და მიყვარს ჩემი საქმე. ამჟამად ყავარჯნების დახმარებით ეტლში დამოუკიდებლად გადაჯდომა შემიძლია. ფეხებს ვგრძნობ, საბედნიეროდ, ზურგის ტვინი დაზიანებული არის. მუხლის პრობლემები თითქმის მოგვარდა, ჭრილობები შეხორცდა. ფეხში რკინის აპარატი მიდგას, რადგან ტერფი მაქვს დაზიანებული. მესამე ოპერაცია ჯერ არ დანიშნულა. ექიმები როცა საჭიროდ ჩათვლიან, ოპერაციასაც მაშინ გამიკეთებენ“, -აცხადებ მახარაშვილი. ჟურნალისტის კითხვაზე: საინტერესოა, ბორჯომში მომხდარი ინციდენტიდან სამართალდამცველებმა მალევე რატომ ვერ დააკავეს აბულაძე, გიორგი მახარაშვილი აცხადებს, რომ აბულაძე ბავშვობიდან კრიმინალია და საკმაოდ კარგადაა მომზადებული. “საქართველოში აბულაძისნაირი მომზადებული და განათლებული კრიმინალი ბევრი არ არის“,-აღნიშნავს გიორგი მახარაშვილი.