ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების 126 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა – ფოტოკოლაჟი

ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა დაბრუნდა. ისინი უკვე საქართველოში არიან. ბატალიონის ბოლო ნაკადი, 126 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სამშვიდობოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ჯამბულ ზალოშვილი და V ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
უწყების ცნობით, 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები