ქართული ქვედანაყოფის მეთაურმა მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ასეულის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. ქართული ქვედანაყოფის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ასეულის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. გენერალური შტაბის უფროსი გერმანულ ბაზა „მარმალზე“ ქართული ასეულის პირად შემადგენლობასაც შეხვდა. მან ქართველ ჯარისკაცებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მოგვიანებით, გენერალი სამხედროების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს გაეცნო. მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი გერმანული სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ანდრეას ჰანემანსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები