ისრაელმა შეიძლება იარაღი საქართველოს და უკრაინას მიაწოდოს

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ირანისთვის რუსული საზენიტო კომპლექსის C-300-ის მიწოდება გადაწყვიტა, ისრაელმა შეიარაღება შეიძლება საქართველოსა და უკრაინას მიაწოდოს. ამის შესახებ ებრაული გამოცემა NRG ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამასთანავე, გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალურ სტრუქტურებში ეს საკითხი ჯერ არ განხილულა.
რუსეთსა და ირანს შორის შეთანხმება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადაცემის შესახებ 2010 წელს სწორედ ისრაელის ზეწოლის შედეგად გაუქმდა. ამის შემდეგ ისრაელმა საქართველოსა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა. უკრაინაც და საქართველოც ისრაელიდან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენით იყვნენ დაინტერესებულები. თუმცა ისრაელმა მაშინ რუსეთის პოზიცია გაითვალისწინა და ეს კონტრაქტები შეაჩერა. ახლა კი, რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების C-300-ის გადაცემის შესახებ, ისრაელი თბილისთან და კიევთან კონტრაქტების აღდგენას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები