გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთში ამერიკელ გენერალს შეხვდა – ვიდეო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის მეთაურთან, არმიის გენერალ ჯონ კემპბელთან გამართა შეხვედრა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალური შტაბის უფროსმა და ავღანური მისიის ხელმძღვანელმა “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ქართველი სამხედროების წვლილზე ისაუბრეს. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა.
“მტიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობისას, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეული მოინახულა და მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. მოგვიანებით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 31-ე ბატალიონის საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები