საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა

 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა. საქართველოს 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა. ანგარიში ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრესის თავისუფლების ინდექსში პირველი ხუთი ადგილი ფინეთს, ნორვეგიას, დანიას, ნიდერლანდებს და შვედეთს უკავია. შარშან საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 84 ადგილი ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები