დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს
ს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღვინის დეგუსტაციაზე უმასპინძლეს. Vinotel-ის დარბაზში სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს. ქართველ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა სტუმრებს ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია გააცნო, ისაუბრა ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე, რომელიც UNESCO-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.