სოზარ სუბარმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე ეუთოს უმაღლეს კომისართან შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სოზარ სუბარი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოკაია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდნენ. ასტრიდ თორს სოზარ სუბარმა დეტალურად გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუსლიმი მესხების რეპატრიაციის საკითხითაც. სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა და უახლოეს მომავალში იგეგმება სტრატეგიაზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავება. გავრცელებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები